• 15/04/2019
    ეკა მიშველაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ სასამართლო დავა მოუგო


    თბილისი. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო „საზოგადოებრივი მაუწყებლის" საკასაციო საჩივარი, რითაც ეკატერინე მიშველაძესა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის სამი წლის განმავლობაში მიმდინარე დავა საბოლოოდ დასრულდა. ეკა მიშველაძის ინტერესებს საია იცავდა.
    „სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ეკატერინე მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამრთლოების შეფასება, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: gyla.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]