• 15/05/2019
    ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები


    თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის" ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმიანება.
    „„კოალიცია თანასწორობისთვის" მიესალმება კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ და ინსტიტუციურ გარანტიებს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებითი თუ ტრანსფორმაციული თანასწორობის მიღწევას სისტემური პოლიტიკური, სოციალური და ინსტიტუციური გამოწვევები არსებითად ასუსტებს, დისკრიმინაციასთან ეფექტიანად ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია, სულ მცირე, მყარი საკანონმდებლო საფუძველების შექმნა. 2014 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღების ეტაპზე კანონში რჩებოდა არა ერთი ხარვეზი, რომელიც თანასწორობის მექანიზმების ეფექტიან მუშაობას ართულებდა. მნიშვნელოვანია, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები თანასწორობის მექანიზმების და გარანტიების გაძლიერებაზე არის ორიენტირებული", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: gyla.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]