• 15/05/2019
    თავმჯდომარეების როლი და გავლენები სასამართლოში


    თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ანალიტიკურ დოკუმენტს: თავმჯდომარეების როლი და გავლენები სასამართლოში.
    „გასულ წლებში თავმჯდომარეთა ჭარბი გავლენების შესამცირებლად განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, თავმჯდომარეები კვლავ აღიქმებიან მოსამართლეთა უფროსებად და ზოგიერთ შემთხვევაში მათ ხელში თავს იყრის სრულიად არასაჭირო და ზედმეტი კომპეტენცია. ეს და სასამართლოში წლების განმავლობაში დანერგილი სხვა პრაქტიკები გახდა იმის საფუძველი, რომ დღეს სწორედ თავმჯდომარეები ქმნიან ყველაზე გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფს სისტემაში. ამიტომაც, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე ზრუნვა, უპირატესად სწორედ არასაჭირო და გაუმართლებელ ვერტიკალზე უარის თქმას და მოსამართლეების სამართლიან წარმომადგენლობას ითხოვს თითოეულ სასამართლოში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
    წყარო: emc.org.ge
 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]