• 12/06/2019
    ტრენინგი: წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად


    თბილისი. 10 ივნისიდან, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად" ფარგლებში, რომელსაც CENN ახორციელებს, WaSH-თან (წყალი, სანიტარია და ჰიგიენა) დაკავშირებული ტრენინგების ციკლი დაიწყო.
    „ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები ადამიანის უფლებების ჭრილში WaSH საკითხებსა და საგრანტო განაცხადების მომზადებასა და პროექტების მართვის შესახებ ცოდნასა და უნარებს ეუფლებიან. სწავლების დასრულების შემდეგ, გამოცხადდება საგრანტო კონკურსი, სადაც სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
    წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]