გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის 

2014 წლის მაისიდან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს ახალ პროექტს - „გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის", ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს მტკიცებულებებსა და კვლევებს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, დეცენტრალიზაციას, საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვას და მდგრად რეგიონულ განვითარებას, რაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის წინაპირობაა. პროექტის უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობების გაუმჯობესებას რეგიონული განვითარების სფეროში. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება 10 საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა რეგიონული განვითარების ცალკეულ სფეროებში, როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობა, ტერიტორიული განვითარება, სოფლის მეურნეობა, ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა და სხვ. ასევე პროექტის ფარგლებში შეიქმნება რეგიონული განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მომუშავე კვლევითი ორგანიზაციებისა და ექსპერტების ელექტრონული ბაზა.
 
პროექტის ამოცანა

  • თანმიმდევრულად მხარი დაუჭიროს საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებსა და კვლევით ორგანიზაციებს გამოყენებითი კვლევების წარმოებისას, რომელიც მიზნად ისახავს მოთხოვნაზე დაფუძნებულ ანალიზს, საბაზისო მონაცემების შეგროვებას, რეკომენდაციებისა და განხორციელების მექანიზმების განსაზღვრას, რეგიონული განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
  • ხელი შეუწყოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელებისას გამოვლენილი ხარვეზებისა და მიგნებების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და გააძლიეროს საქართველოს სამეცნიერო და კვლევით ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობას შორის შესაბამისი რესურსების გაზიარება. 

პროექტის მოსალოდნელი შედეგები

  • რეგიონული განვითარების სფეროში, საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებები, კვლევითი ორგანიზაციები და ექსპერტები იუმჯობესებენ შესაძლებლობებს საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების და რეკომენდაციების წარდგენის კუთხით;
  • კვლევითი ორგანიზაციები და ექსპერტები ურთიერთთანამშრომლობენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მიდგომებს;
  • თანამშრომლობა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის კოორდინირებულია, რაც ხელს უწყობს ინტეგრირებულ ანალიტიკურ საქმიანობას;  
  • საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცნობიერებენ კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკების განხორციელების აუცილებლობას.  




 

 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა info@csogeorgia.org