en
ge

საიას საერთო კრება

თბილისი. 30 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ რიგით 21-ე საერთო კრება გამართა. კრების დროს საიას თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა წევრების 2014 წლის ანგარიში წარუდგინეს.
ღონისძიებაზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა ორგანიზაციის 2015 -2019 წლების სტრატეგია, რაც ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს.
საერთო კრებაზე ტრადიციულად ჩატარდა არჩევნები გამგეობის ახალი წევრების ასარჩევად. კენჭისყრის შედეგად 21-კაციანი გამგეობა შვიდი წევრით განახლდა.
საერთო კრებაზე წევრებს საიას გამოცემებთან ერთად დაურიგდათ 2014 წლის წლიური ანგარიში, რომელშიც აღწერილია ორგანიზაციის მიერ საანგარიშო პერიოდში (2013 წლის ოქტომბერი - 2014 წლის ოქტომბერი) გაწეული საქმიანობა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)