en
ge

სამართლიანი არჩევნები გოგა ხაინდრავასგან საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს

თბილისი. სამართლიანი არჩევნები გოგა ხაინდრავასგან ცილისმწამებლური ფაქტების უარყოფასა და საჯარო ბოდიშის მოხდას მოითხოვს, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„1 თებერვალს, … ბ-ნმა გოგა ხაინდრავამ „სამართლიანი არჩევნებს" და მის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ლომჯარიას უკანასკნელი წლების განმავლობაში პოლიტიკური კორუფციის სქემაში მონაწილეობაში დასდო ბრალი. ხაინდრავას განცხადებით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ „დიდ კორუფციულ სქემაში", რომელიც დაკავშირებული იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან (SIDA) საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში. ... გვსურს აღვნიშნოთ, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება არის სიცრუე და მიზნად ისახავდა არამარტო საქართველოში მოქმედი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების სანდოობის ეჭვქვეშ დაყენებას, არამედ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის მიერ საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული უანგარო დახმარების დისკრედიტაციას ...".
ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტები. ორგანიზაცია აქვეყნებს ორი საგრანტო კონკურსის შესახებ ინფორმაციას – დემოკრატიული ინსტიტუტისა და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისაგან მიღებულ მცირე გრანტს, რომელიც დაფინანსებულ იყო შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ და „ამ დაფინანსების საერთო თანხა შეადგენდა 34 371 აშშ დოლარს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც ერთი გრანტი არ წარმოადგენდა პოლიტიკური ხასიათის პროექტს".
აღნიშნულიდან გამომდინარე, „სამართლიანი არჩევნები" მიმართავს ბ-ნ გოგა ხაინდრავას, დაუყოვნებლივ წარმოადგინოს „მტკიცებულებები", რომლებიც ადასტურებენ „სამართლიანი არჩევნების" მიერ მილიონობით დოლარის მიღებას პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადოს საჯარო ბოდიში ცილისმწამებლური და რეპუტაციის შემლახავი განცხადების გავრცელებისთვის", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: isfed.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)