თბილისი. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ეგიდით, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შესახებ და გეგმის მონიტორინგის წინასწარი შედეგების გაცნობა.
წყარო: ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფიციალური ფეისბუქგვერდი