აჭარა. 24 ივნისს, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის პროექტის „ახალგაზრდები თემის განვითარებისათვის", ფარგლებში ადგილობრივმა ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პროექტი სახელწოდებით „გამწვანების აქცია". მონაწილეებმა სოფელ ახალშენის ცენტრში, კულტურის სახლის ეზოში, მარადმწვანე მცენარეები დარგეს.
პროექტის „ახალგაზრდები თემის განვითარებისათვის" მიზანია ადგილობრივი ახალგაზრდების ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა და ახალგაზრდების გააქტიურება, მათი როლის გააზრება თემის განვითარების საქმეში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში