თბილისი. 29 ნოემბერს, გარდენ გაიმართება რიგით მეხუთე კატო მიქელაძის სახელობის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი.
„ღონისძიებაზე კატო მიქელაძის სახელობის პრემიის 15 ნომინანტი მოკლედ ისაუბრებს საკუთარი საქმიანობის და მათ რეგიონებში არსებული გამოწვევების შესახებ. 2016 წლის გამარჯვებული ეკატერინე სხილაძე კი პრემიის ახალ მფლობელს დაასახელებს.
გასულ წელს ეკატერინე სხილაძემ პრემიის თანხა ყვარლის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში სამკითხველოს გახსნას მოახმარა, რომლის მოწყობაც თითქმის დასრულებულია და ღონისძიებაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ ნახონ სოფელ თივის საჯარო სკოლაში გახსნილი ბიბლიოთეკის პირველი ფოტოები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ginsc.net