იმერეთი. გენდერული საინფორმაციო პორტალის თანახმად, ქუთაისის მერმა მოადგილეების დანიშვნა დაიწყო. როგორც ცნობილია, გიორგი ჭიღვარიას ერთ-ერთ მოადგილედ ნინო თვალთვაძე დაინიშნა.
„თვალთვაძე, რომელიც პროფესიით იურისტია, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა. ის იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი. თვალთვაძე, ასევე ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო-საქართველოს"", ნათქვამია პორტალზე.
წყარო: ginsc.net