კახეთი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი აგრძელებს მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ამ საქმიანობის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან გაიმართა.
შეხვედრა მიეძღვნა მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერებისა და გენდერული ინსტიტუციონალური მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს. მონაწილეებმა განიხილეს გენდერული საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი გამოვიდა ინიციატივით, რომელიც სობჭოს წევრების გენდერულ საკითხებში გადამზადებას ეხება და ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა კონკრეტული ერთობლივი ღონისძიებები. შეიქმნა გენდერული სობჭო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემგეგ შეიქმნა.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის -„გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე" - ფარგლებში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში