თბილისი. კავშირი საფარი აქვეყნებს ბაია პატარაიას ბლოგპოსტს: „ქალი ხარ, ეხლა დიდი ვინმეც ხარ".
„ბალღობაში გული მწყდებოდა, ბიჭი რომ არ ვიყავი: ყველგან არ მიშვებდნენ, ღამეც არ მიშვებდნენ, ექსკურსიებზეც არ მიშვებდნენ, ბევრი შეზღუდვა მქონდა სქესის გამო. ახლა კი ძალიან მიხარია, ქალი რომ ვარ. იმიტომ რომ ჩემი ქალობის გამო, საზოგადოება ჩემგან მოელის: რომ დავინახავ სხვის ტკივილს და ჩაგვრას, რომ ვიქნები სოლიდარული და მზრუნველი, რომ კონფლიქტის მოგვარებას მუშტით არ შევეცდები, რომ ანგარიშს გავუწევ სხვა ადამიანებს, რომ ლუკმას არ გამოვგლეჯ სხვას პირიდან და არც კორუფციაში გავერევი, და მთელი ეს მოლოდინები ჩემი ქალობის გამო აქვთ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: sapari.ge