კახეთი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით მუშაობს.
„ამ საქმიანობის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ასევე საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებთან.
შეხვედრები მიეძღვნა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემების იდენტიფიცირებას გენდერულ ჭრილში, რომლის ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამ პროცესში გენდერულ საბჭოს კონსულტაციებს გაუწევს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში