თბილისი. 11 აპრილს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში გაიმართა საჯარო დებატები გენდერული კვოტირების შესახებ.
„საქართველოს პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ. კენჭისყრის შედეგად 66 ხმით 14-ის წინააღმდეგ პარლამენტმა კანონპროექტი არ მიიღო.
საზოგადოების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ორად გაიყო.
დებატების დროს შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ ორივე მხარის არგუმენტირებული მსჯელობა და ჩართულიყვნენ მოწვეულ მომხსენებლებთან დისკუსიაში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში