კახეთი. 30 აპრილს, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საკითხებზე და ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, ბავშვთა უფლებებზე.
„სპიკერებმა ისაუბრეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ; აღმასრულებელ ხელისუფლებაში ახლად შექმნილ უწყებათაშორის კომისიაზე, რომელიც წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მიმართულებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებულ ინსტიტუციურ მექანიზმს; მთავრობის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებულ ცვლილებებზე და 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმებით განსაზღვრულ ღონისძიებების შესახებ", ნათქვამია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ცენტრის ვებგვერდი სოციალურ ქსელში