en
ge

მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო და მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქება

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობით, წელს მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო შეიქმნება.
სახელმძღვანელო UNICEF -ის კოსოვოს ოფისის მიერ განხორციელებული პროგრამის PONDER-ის ადაპტირებული ვერსია იქნება. ექსპერტთა ჯგუფი გადაამუშავებს არსებულ რესურსს და შეიმუშავებს კონკრეტულ სავარჯიშოებს, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარება მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის კრიტიკულად წაკითხვასა და გაანალიზებაში. სავარჯიშოები ფოკუსირებული იქნება როგორც ტექსტურ, ისე აუდიო და ვიდეო/ფოტო მასალის გააზრების უნარის განვითარებაზე.
სახელმძღვანელოს პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, წლის ბოლოს გაიმართება ორდღიანი სემინარი ახალგაზრდებისათვის და მასში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება კონკურსის შედეგად. პროექტი ასევე მოიცავს კვლევის კომპონენტს, რომელიც მედიაში ბავშვთა საკითხების გაშუქებას ეხება. 2018 წლის ბოლოს, სხვა ნომინაციებთან ერთად, ქარტია ღია კონკურსს ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქების ნომინაციაშიც გამოაცხადებს.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)