თბილისი. 14 ივნისს, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" საბჭომ PHR-ის განცხადება განიხილა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გასულ ფემიციდის შემთხვევას ეხებოდა. PHR-ის პოზიციით, ჟურნალისტმა ვერ გააცნობიერა სქესის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ასევე, სიუჟეტში ქალის პირადი ცხოვრების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ქარტიის საბჭომ გაიზიარა ორგანიზაციის პოზიცია და მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც „იმედის" ჟურნალისტმა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირად ცხოვრებაში შეჭრა) პრინციპები დაარღვია.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com