en
ge

შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობასთან

სამცხე-ჯავახეთი. 3, 4, 6 და 7 ივლისს, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენლებმა ედუარდ მარიკაშვილმა და მაია გიგინეიშვილმა შეხვედრები გამართეს ნინოწმინდის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობასთან. 
„შეხვედრებისას მათ მოქალაქეებს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ქალბატონებს დაურიგეს საინფორმაციო ბროშურები თემაზე: „ქალი და საკუთრება",  „ქორწინება შენი უფლებაა". ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის ფარგლებში მოქმედი 24 საათიანი ცხელი ხაზისა და ონლაინ კონსულტაციის შესახებ, რომელთა საშუალებითაც მსურველებს გაეწევათ უფასო იურიდიული დახმარება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)