თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" 2017 წელს სახალხო დამცველს სწრაფი კვების ობიექტ „ვენდისის" საპირფარეშოებზე განთავსებული ნიშნებისა და ინფრასტრუქტურის გამო დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართა.
„ორგანიზაციამ საჩივარში მიუთითა, რომ საპირფარეშოზე განთავსებული ნიშნები, ისევე როგორც შიგნით განთავსებული ინფრასტრუქტურა, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს სხვადასხვა სქესის წარმომადგენელ პირებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად იმყოფებიან და საპირფარეშოს მოხმარებას გადაწყვეტენ.
სახალხო დამცველის აპარატმა „ვენდისის" ობიექტებში განახორციელა მონიტორინგი და ორგანიზაციას აცნობა, რომ მამაკაცების საპირფარეშოს ერთ კედელზე განთავსებულია პისუარები, ხოლო მეორე მხარეს – დახურული კაბინა, რითაც შეუძლია ისარგებლოს ბავშვმა. შესაბამისად, ომბუდსმენის აპარატი მიიჩნევს, რომ საპირფარეშოებზე შესაბამისი ნიშნების განთავსებით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი აღმოიფხვრა და PHR-ის განცხადების საფუძველზე საქმისწარმოება შეწყვიტა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com