აჭარა. 14 თებერვალს, ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის მობილურის ჯგუფის წევრებმა მარი ნაკაშიძემ და ლაშა ბერიძემ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: გენდერული თანასწორობა.
„შეხვედრაზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და არასრულწლოვანთა ქორწინება. მოსწავლეებმა გამოხატეს მოსაზრებები პრობლემების მოგვარების გზებზე და აღნიშნეს, რომ საჭიროა ამ მხრივ ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების მეტი აქტიურობა და თანადგომა როდესაც ყოველდღიურობაში მსგავს ფაქტებს ვაწყდებით", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში