თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, კოალიციაში შემქნილმა ბავშვის უფლებათა კოდექსის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა რეკომენდაციები კოდექსის პროექტის ბოლო სამუშაო ვერსიაზე. კოალიციამ უკვე მიაწოდა რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.
„ვიმედოვნებთ, რომ კომიტეტი განიხილავს აღნიშნულ რეკომენდაციებს და გაითვალისწინებს მათ ბავშვთა კოდექსის გაუმჯობესების მიზნით. კოდექსის გაუმჯობესებული დოკუმენტი ჩაუყრის ფუნდამენტურ საფძველს ქვეყანაში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com