აჭარა. 2 მარტს, ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ფილმის „უდაბნოს ყვავილი" ჩვენება-განხილვა.
„ფილმი ეხებოდა სომალელ გოგონას ვარის დირიეს, რომელიც 13 წლის იყო, როცა ოჯახიდან გაიქცა. ფილმიდან გამომდინარე ისაუბრეს ქალთა უფლებებზე და იმ პრობლემებზე, რომლებსაც ქალები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში