აჭარა. 10 მარტს, ბათუმის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა დისკუსია თემაზე: ფემინიზმის წარმოშობა და განვითარების გზა.
„მომხსენებლები იყვნენ მარიკა ფუტკარაძე და ქეთევან კახაძე. მათ ისაუბრეს ფემინიზმის წარმოშობაზე, სხვადასხვა ფილოსოფოსების შეხედულებებზე, აგრეთვე გავრცელებულ სტერეოტიპებზე. მონაწილეებმა განიხილეს ის პრობლემები, რომლებიც ვლინდება ყოველდღიურ ცხოვრებაში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში