en
ge

გიორგი ჯანელიძე: გენდერული სტერეოტიპები იუმორში

გურია. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ოფისში, ორგანიზაციის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა იუმორისტის და ტელეწამყვანის, გიორგი ჯანელიძის ლექცია თემაზე: „გენდერული სტერეოტიპები იუმორში".
„ახალგაზრდული ცენტრის მიმართულებებიდან ერთ-ერთი პრიორიტეტულია გენდერი, ეს არის თემა რომელიც მუდმივად განხილვის საკითხია. გენდერული სტერეოტიპები იუმორში ამ თემის განსხვავებული ასპექტია, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის შეხვედრას და ეჭქვეშ აყენებს იმ აზრს, რომ „იუმორში დისკრიმინაცია არ არსებობს".
ახალგაზრდებმა შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია, როგორც ჩვენს რეალობაში არსებულ სტერეოტიპებზე, ასევე სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზეც სხვადასხვა მაგალითების გამოყენებით. მან ასევე ისაუბრა იმ საფრთხეებზეც თუ რა უარყოფითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს სექსისტური ხუმრობები უკვე წარმატებული კარიერის მქონე ადამიანებისთვის ან შემდგომში კარიერის შექმნის მსურველთათვის", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023