en
ge

EMC-მ ვეძათხევში დარჩენილი ოჯახების გასახლებაზე დავა მოიგო

თბილისი. 28 მარტს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC-მ) კიდევ ერთი საქმე მოიგო - თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, დუშეთის რაიონის სოფელ ვეძათხევში დარჩენილი ოჯახების გასახლების თაობაზე.
„სოფელი 2006 წლიდან ეკოლოგიური კატასტროფის ზონას მიეკუთვნება, რის გამოც იქ ცხოვრება საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. სწორედ ამ მიზეზით, სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2016 წელს, EMC-ის მიმართვის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება სოფლის მცხოვრებთა გასახლების თაობაზე, თუმცა გასახლებაზე უარი უთხრა ორ ოჯახს, ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობის საფუძვლით.
ამ ოჯახების გასახლებაზე უარის გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გაასაჩივრა სასამართლოში და უკვე წლებია ითხოვს, სოფელ ვეძათხევში დარჩენილი ეკომიგრანტი ოჯახების გასახლებას. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი გასახლებაზე იყო უკანონო, ხოლო მოთხოვნა კანონიერი, რის გამოც სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს მათი გასახლება დაავალა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023