en
ge

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) და გორის მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლობას იწყებენ

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) და გორის მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლობას იწყებენ

შიდა ქართლი. გორის მუნიციპალიტეტის მერია „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან“ თანამშრომლობას იწყებს. 

„შეთანხმების თანახმად, მხარეები ითანამშრომლებენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლების, ახალგაზრდებისა და სხვა ადგილობრივი აქტორების ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო მონიტორინგის ინსტრუმენტების დანერგვის ხელშეწყობა, სამოქალაქო ბიუჯეტის მოდელის შექმნა და განხორციელების პროცესის მხარდაჭერა, „ბენჩმარქინგის“, როგორც შიდა შეფასების მეთოდოლოგიის მუნიციპალურ დაწესებულებებში დანერგვის ხელშეწყობა, ასევე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებაში ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობითი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა.

თანამშრომლობა თვითმმართველობის ორგანოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციას შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება“, ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: მერიის ვებგვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023