სხვა სექსუალური მოქალაქის გამოჩენა: ორიენტალიზმი და სექსუალობის მოდერნიზება

სხვა სექსუალური მოქალაქის გამოჩენა: ორიენტალიზმი და სექსუალობის მოდერნიზება

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ლეტისია საბსაის ნაშრომის, „სხვა სექსუალური მოქალაქის გამოჩენა: ორიენტალიზი და სექსუალობის მოდერნიზება“, თარგმანს აქვეყნებს. 

„ხელმძღვანელობენ რა ფემინისტური და ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების სოციალური მოძრაობების მოთხოვნებითა და ადამიანების უფლებების საერთაშორისო დღის წესრიგით, გვიანი მოდერნული დემოკრატიების მთავრობები ნერგავენ (ან იძულებულნი არიან, დანერგონ) ახალ საკანონმდებლო ჩარჩოებს სექსუალური მრავალფეროვნების აღიარებისათვის. შედეგად, ბოლო ორ ათწლეულში, გენდერირებული და სქესირებული სხვები „ჩართეს“ მოქალაქეობაში. ამას შედეგად მოჰყვა ე.წ. „სექსუალური მოქალაქეობის“ ჩამოყალიბება, შემზადდა რა საფუძველი სექსუალური უფლებების მქონე ახალი სუბიექტების ფორმირებისთვის. თუმცა, ეს თითქოსდა პატივსაცემი და პროგრესული სექსუალური მოქალაქე იქცა საზომად, რომლითაც ფასდება ყველა სექსუალური სუბიექტი. ის მოიცავს ცალკეულ ლიბერალურ თვითს, რომელიც აიგო კულტურული, რელიგიური და რასიალიზებული განსხვავებით მონიშნული ათასობით „სხვა“ [სუბიექტის] საპირისპიროდ. როგორ აიგო ეს „სექსუალური მოქალაქე“ და როგორ მოქმედებს ის სექსუალურ თავისუფლებასა და სამართლიანობასთან დაკავშირებული ბრძოლების პოლიტიკური ველის შიგნით? ეს სტატია განიხილავს, რა მასშტაბითაა ეს სექსუალური მოქალაქე კონფიგურირებული ევრო-ამერიკული ცნებებით პოლიტიკური ლიბერალიზმის შიგნით და როგორ გამომდინარეობენ სექსუალურ მოქალაქეობასა და დემოკრატიაზე კოლონიური და ორიენტალისტური წარმოდგენები უფლებების მქონე სუბიექტის ამ შეზღუდული გაგებიდან“, - ვკითხულობთ ნაშრომის შესავალში. 

სრულად 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

ევროკავშირის სტრატეგია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის 2018–2020

ევროკავშირის სტრატეგია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისთვის 2018–2020

ევროკავშირის წარმომადგენლობა