თბილისი. გალში მცხოვრები ახალგაზრდა ქალების მხარდასაჭერად ცენტრმა „აფხაზეთმა“, ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით, სამთვიანი პროექტის განხორციელება დაიწყო.
„პროექტში ჩართულნი არიან გალში მცხოვრები ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ზუგდიდსა და სოხუმში არსებულ სახელოსნოებში გაივლიან ხელობის შემსწავლელ კურსს. პროექტის მიზანია კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდა ქალებისათვის ახალი ხელობის შეძენა, მეწარმეობის უნარჩვევების განვითარება და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)