en
ge

ანონსი

ანონსი

19 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო თბილისი რუმსში გაიმართება პრეზენტაცია თემაზე -სახელმწიფო საგრანტო დაფინანსება-არსებული სიტუაცია და პერსპექტივები. შეხვედრა ორგანიზატორია ა(ა)იპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მიერ“, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ - ფარგლებში. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა და მწვანე კავკასიამ ჩაატარა გრანტების გამცემი საჯარო ინსტიტუტების მიერ, გრანტის გაცემის პროცესის მონიტორინგი. მონიტორინგის პერიოდი მოიცავდა 2016-2017 წლებში გაცემულ გრანტებს. 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო დაფინანსების კუთხით არსებული სიტუაციის გაცნობა, პერსპექტივების გაანალიზება და საჯარო ინსტიტუტების მიერ, 2016-2017 წლებში გაცემული გრანტების პროცესის მონიტორინგის ანგარიშების წარდგენა. 

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი. მისი მიზანია საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ორგანიზაციების გაძლიერება, საზოგადოების მიმართ მათი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდა და მათი კავშირების გამყარება სხვა აქტორებთან.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023