en
ge

სახალხო დამცველის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ეხმიანება.

„გადაადგილების/მიმოსვლის თავისუფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე დამატებითი ოქმის მეორე მუხლით. იმის გათვალისწინებით, რომ დე ფაქტო ხელისუფლებისმხრიდან აღნიშნულ შეზღუდვებს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს, რათა დაიცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანის უფლებები. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას,საერთაშორისო ორგანიზაციებს, არ დაიშუროს ძალისხმევა საქართველოს მოქალაქის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან უმოკლეს ვადებში გათავისუფლების უზრუნველსაყოფად. ასევე, გამოიყენოს ყველა არსებული საერთაშორისო მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ შესაბამისი მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარება“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სრულად...

წყარო: http://ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023