en
ge

კვლევის ანგარიში: საჯარო რეფორმის შეფასება

კვლევის ანგარიში: საჯარო რეფორმის შეფასება

27 იანვარს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელმა“ საჯარო სამსახურის რეფორმის შეფასება წარადგინა.

„კვლევის ანგარიში, რომელიც სამიზნე დაწესებულებებში 2018 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე მომხდარი პროცესების ანალიზს მოიცავს, წარმოადგინეს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინა ხატისკაცმა და საჯარო მმართველობის ექსპერტმა ნინო ცუხიშვილმა.

ანგარიშის მთავარი მიზანია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პრაქტიკაში განხორციელების შესწავლა და შეფასება სამიზნე საჯარო დაწესებულებებში. კვლევაში გამოკვეთილია ის ძირითადი ხარვეზები და პრობლემები, რაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონის დანერგვის დროს გამოვლინდა; წარმოდგენილია ამ პრობლემათა გამომწვევი მიზეზებიც, როგორც საკანონმდებლო, ისე ორგანიზაციული თვალსაზრისით“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023