en
ge

ღია მონაცემების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

ღია მონაცემების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

თბილისი. 26 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია მონაცემების სახელმძღვანელოს პრეზენტაცია და ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება გამართა.

„პრეზენტაციის ფარგლებში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედია, ინტერნეტი და ინოვაციების პროგრამის ხელმძღვანელმა თეონა ტურაშვილმა ისაუბრა ღია მონაცემების სახელმძღვანელოს მნიშვნელობაზე და იმ პრაქტიკულ რჩევებზე, რაც მოცემულია სახელმძღვანელოში. პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა ანალიტიკური სტატიების კონკურსის - მონაცემები ცვლილებებისთვის - გამარჯვებულების დაჯილდოება. გამარჯვებულებს სერტიფიკატები და საჩუქრები პეტრ მიკისკამ, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში და დავით მაისურაძემ, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ღია მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა გადასცეს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023