თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს პოდკასტების მორიგ სერიას: ექსტრაქტივისტული კაპიტალიზმი, ზრუნვის შრომა და ქალთა როლი.
„პოდკასტის მეორე სერიის სტუმარია ალექსანდრა აროშვილი, რომელიც საუბრობს თუ რა შედეგები მოაქვს საშინაო შრომის მარკეტიზაციას და პრივატიზაციას, რაც დღეს გლობალური ზრუნვის მიწოდების ჯაჭვად გვევლინება. პოდკასტის განმავლობაში ვცდილობთ კრიტიკული კითხვები დავსვათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგებს მოიტანს გლობალური სამხრეთის ქვეყნებიდან ჩრდილოეთისა და დასავლეთის ქვეყნებში ქალთა შრომითი მიგრაციის შეუქცევადი ტენდენცია, რომლის უკანაც რეპროდუქციულ შრომაზე გაჩენილი საბაზრო მოთხოვნა და მისი ზრუნვის გასაქონლების იმპერატივი დგას“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)