en
ge

გზამკვლევი: სოციალური საწარმოებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის

გზამკვლევი: სოციალური საწარმოებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირებისთვის

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამოსცა გზამკვლევი სოციალური საწარმოებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის.

საქართველოს საკანონმდებლო აქტები არ იცნობს სოციალური საწარმოსა და სოციალური მეწარმეობის ცნებებს, თუმცა საქართველოში ფუნქციონირებენ სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ სოციალურ მეწარმეობას. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნებისა და დამკვიდრებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით განახორციელონ სოციალური მეწარმეობა. სოციალურ საწარმოში იგულისხმებიან ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ფუნქციურად მოიაზრებიან სოციალურ საწარმოებად და რომელთა ეკონომიკური საქმიანობაც უპირატესად სოციალური მიზნების მიღწევას გულისხმობს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებშიც იგულისხმებიან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ძირითად საქმიანობასთან ერთად უფლება აქვთ, განახორციელონ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, მათ შორის, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება ატარებდეს ან არ ატარებდეს სოციალური მეწარმეობის ხასიათს.

ეს გზამკვლევი განკუთვნილია როგორც სოციალური მეწარმეობის განმახორციელებელი სუბიექტების, ისე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის. გზამკვლევი მოიცავს კერძო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი მართვის, ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგებისა და საგადასახადო ადმინისტრირების საკითხებს. 

გზამკვლევი შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ (ავტორები: ინსტიტუტის მთავარი იურისტი ლევან ფანიაშვილი, ინსტიტუტის ფინანსური მენეჯერი დავით ტივიშვილი) სოციალურ საწარმოთა ალიანსთან თანამშრომლობით და არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისი ცენტრის (ICNL) მხარდაჭერით. 

გზამკვლევი ...

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ინდექსი აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (2019)

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ინდექსი აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (2019)