en
ge

ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ეკოლოგიისა და პანდემიის თემაზე

ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ეკოლოგიისა და პანდემიის თემაზე

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით, ეკოლოგიისა და პანდემიის თემაზე ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ჩემპიონატი გაიმართა.

„ინტელექტუალურ შეჯიბრში, რომელიც ამ თემებზე პირველად ჩატარდა, თელავში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი 9 გუნდი მონაწილეობდა.

პირველი ადგილზე გასულ გუნდს „ფაიზერი“„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისგან“ მაღაზია ,,ბიბლუსის,, 300 ლარიანი ვაუჩერი და სიგელი გადაეცა; მეორე ადგილზე გუნდს „ადვაიტა“ 200 ლარიანი ვაუჩერი და სიგელი; მესამე ადგილი კი გუნდმა „ვაშლი“ დაიკავა, რომელსაც ასევე ბიბლუსის 100 ლარიანი ვაუჩერი და სამახსოვრო სიგელი გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ ეკოლოგიისა და პანდემიის თემაზე ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? ჩატარების იდეა თელავის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეს, ანა ბაზიერაშვილს ეკუთვნის. 

ჩემპიონატის მიზანი იყო თელავში მცხოვრები ახალგაზრდებში ეკოლოგიისა და პანდემიის საკითხებში ცოდნის წახალისება, ინტელექტულური განვითარების და ახალგაზრდების ინიციატივების ხელშეწყობა“.

                                                                                                   

წყარო: ცენტრის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023