აჭარა. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის მერია აგრძელებს მუსლიმი თემის რელიგიური უფლებებისა და საჭიროებების უგულებელყოფას და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ორი ინსტანციის სასამართლოს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე მიმართული გადაწყვეტილების შემდეგაც, პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.
„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესის ხელშეშლა მთლიანობაში რელიგიის თავისუფლების სფეროში სახელწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას ავლენს, რომელიც უკვე წლებია არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების და მათი უფლებების და საჭიროებების დემონსტრაციულ უგულებელყოფას, იერარქიზებასა და არაღიარების ახდენს.
სასამართლოში „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ინტერესებს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) იცავენ“.
წყარო: tdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)