en
ge

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ანგარიში - „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის მიგნებები და რეკომენდაციები“.  

„წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგებს. განხორციელებული მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეფასება და არსებული ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის“, - ვკითხულოთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მონიტორინგის ფარგლებში გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია, სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განმახორციელებელი სამთავრობო უწყებებიდან. ჩატარდა შეხვედრები რეგიონში მცხოვრებ დევნილ, კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და გოგოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებთან. კოვიდ პანდემიის შეზღუდვებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნული შეხვედრები გაიმართა ონლაინ ფორმატში“. 

სრულად...  

წყარო: ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)