თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანახმად, ბოლო 6 წელია, უმუშევრობის დონე მცირდება, თუმცა ასევე, კლებადია დასაქმების დონე.
„ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აპელირებენ სტატისტიკით და ამბობენ, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი ქვეყანაში იკლებს. ეს სტატისტიკურად მართლაც ასეა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ პარალელურად, იკლებს დასაქმებულთა რაოდენობაც. რითი აიხსნება ეს ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები?
სინამდვილეში, უმუშევრობის დონის კლება ავტომატურად არ ნიშნავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.
უმუშევრობის დონემ რომ იკლოს, ადამიანები ან უნდა დასაქმდნენ, ან უნდა შეწყვიტონ სამსახურის ძიება და გახდნენ ეკონომიკურად არააქტიურები. ჩვენ შემთხვევაში სტატისტიკა აჩვენებს, რომ უმუშევართა, დასაქმებულთა და ეკონომიკურად აქტიურ მოქალაქეთა რაოდენობა თანადროულად იკლებს. ამ სამი სტატისტიკის ერთად გაანალიზება ცხადყოფს, რომ უმუშევრობის დონის შემცირება განპირობებულია არა იმდენად დასაქმების დონის ზრდით, ადგილების შექმნით, არამედ იმით, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი წყვეტს სამსახურის ძიებას და ხდება ეკონომიკურად არააქტიური“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)