რას ნიშნავს იყო კარგი მოქალაქე?

რას ნიშნავს იყო კარგი მოქალაქე?


#ესქვეყანაშენია სოციალური კამპანია

საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა დაბადებითა და ნატურალიზაციით მოიპოვება. 

მოქალაქის უფლებები, ფართო გაგებით, პრაქტიკულად იგივეა, რაც ადამიანის უფლებები. ამგვარად, მოქალაქეს დაბადებიდან აქვს სიცოცხლის, თავისუფალი განვითარების, პირადი ცხოვრების თუ საცხოვრებლის ხელშეუხებლობის უფლება;

უფლებებთან ერთად, მოქალაქეს აქვს ვალდებულებებიც, რომლებიც ასევე განსაზღვრულია კანონით. 

იცავთ ეკოლოგიურ გარემოს?  ზრუნავთ ბუნებასა და სისუფთავეზე? 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, „საქართველოს დაცვა ყოველი მოქალაქის მოვალეობაა“. 

დადიხართ არჩევნებზე? იღებთ მონაწილეობას სახელმწიფო საქმეებში?

მოქალაქის ერთ-ერთი უმთავრესი როლი სოციალურ ცხოვრებაში არჩევნებში, რეფერენდუმში, პლებისციტში მონაწილეობაა. 

მართალია, მოქალაქის ჩართულობა ძირითადად ნებაყოფლობითია, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც: მაგალითად, ნაფიც მსაჯულად შერჩევის შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია, შეასრულოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციები.

"დემოკრატიულად ორგანიზებული სახელმწიფო ესწრაფვის აღზარდოს არა მარტო პიროვნება, არამედ, პირველ ყოვლისა, მოქალაქე.

…უდავოა, რომ დემოკრატია დაინტერესებულია შეგნებულ მოქალაქეთა აღზრდით, რომლებსაც უნარი ექნებათ შემოქმედებითად ჩაერიონ სახელმწიფოს ცხოვრების განვითარების პროცესში...' - წერდა 1917 წელს დიმიტრი უზნაძე.

რას ფიქრობთ, რას ნიშნავს იყო კარგი მოქალაქე?


მსგავსი პოსტები