en
ge

საგრანტო კონკურსი

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (შემდგომში - სწავლების ცენტრი) 2019 წლის 25 ივნისიდან აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2019 წლის 17 ივნისის №128/2019 განკარგულებით განსაზღვრულ  საგრანტო კონკურსის დაფინანსების შემდეგ მიმართულებაზე - ამომრჩეველთა განათლება საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისათვის.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სწავლების ცენტრის მიერ მოქალაქეთა საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება, ასევე, „ინფორმირებული ამომრჩევლის“ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები, თუ ბოლო წლების სადამკვირვებლო მისიების ანგარიშებში ასახული რეკომენდაციები (მაგ., დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, 2018 წლის 28 ოქტომბერი) ადასტურებს საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის, საარჩევნო უფლებების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების უწყვეტად განხორციელების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

წყარო: electionreforms.ge