en
ge

კონკურსი ტრენერის ვაკანსიაზე

  • ვაკანსია
  • გამომცხადებელი: ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის
  • დაწყების თარიღი: 05.03.2020
  • ბოლო ვადა: 11.03.2020

მოძრაობა „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“ [MAEE] ევროკავშირისა და გაერო-ს ერთობლივი პროგრამის, COBERM - ის (ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი) მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში აცხადებს ორეტაპიან კონკურსს ტრენერის ვაკანსიაზე. 

ტრენინგის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა უფლებების ადვოკატირების პროცესში შშმ აქტივისტებისა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერება. 

სწავლების განმახორციელებელი შეიძლება იყოს ფიზიკური ანდა იურიდიული (აიპ) პირი, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ ანდა რამოდენიმე მოთხოვნას: 

  • შშმ პირთა უფლებათა ადვოკატირება - ეფექტური კოორდინაცია ადგილობრივ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეებზე;
  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა ჩართულობის საუკეთესო პრაქტიკების განხილვა, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა, მონაწილეობის დონეები, სხვადასხვა სახელისუფლო და საუწყებო დონეებზე კონსულტირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის ფორმები, სტანდარტები, არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები; 
  • ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში შშმ პირთა მონაწილეობა; 
  • მონიტორინგის პროცესში შშმ პირთა ჩართულობა;
  • შშმ უფლებების სამართლებრივი ადვოკატირება (მისაწვდომობის, გონივრული მისადაგებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების საკითხებზე სასამართლო ქეისების გაცნობა-განხილვა);
  • მედიასთან ეფექტური თანამშრომლობა; 
  • ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.

ტრენინგის ხანგრძლივობა: 12 საათი. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • მაგისტრის ხარისხი იურიდიულ, სოციალურ ანდა ეკონომიკურ მეცნიერებებში; 
  • შშმ პირთა საკითხების მიმართ მგრძნობელობა და ზოგადი კონტექსტის შესახებ ინფორმირებულობა; 
  • ტრენერი უნდა კარგად იცნობდეს აღნიშნულ თემებს და უნდა ჰქონდეს შშმ პირთა საკითხებზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: თბილისი. 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) (იურიდიული პირის შემთხვევაში ორგანიზაციის გამოცდილების მოკლე აღწერა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Abashidzesopho@gmail.com 

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.