en
ge

სტაჟირების პროგრამა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

ორგანიზაცია „განიარაღება და არაძალადობა“ აცხადებს სტაჟირების პროგრამას იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.

სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და სემინარები, სხვადასხვა საკითხზე; ჩაერთვებიან იურიდიულ კონსულტაციებში, შეისწავლიან: სამოქალაქო და ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის მიმართულებით საჩივრების წერას, დასკვნითი სიტყვების მომზადების სტილისტიკას და ტაქტიკას; დაესწრებიან სასამართლო პროცესებს სისხლის-სამართლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით; დაინტერესების შემთხვევაში, მომაზადებენ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებს სისხლის სამართლის მიმართულებით; მიიღებენ მონაწილეობას ონლაინ კონსულტაციების გაცემაში.  

სტაჟირებაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული ახალგაზრდებისთვის შეიქმნება პირობები სამოქალაქო ჩართულობაში თანმიმდევრული მონაწილეობისათვის. 

სტაჟირებაში მონაწილეობის მიღების მსურველმა სტუდენტებმა CV უნდა გადააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე rimma.gelenava@gmail.com.

წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში