en
ge

ფოტოკონკურსი მოქალაქეობის თემაზე

პროექტის - დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა საქართველოში - ფარგლებში, ცხადდება ფოტოკონკურსი მოქალაქეობის თემაზე.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • ფოტოები უნდა ასახავდეს კონკურსანტის წარმოდგენებს/გაგებებს მოქალაქეობის შესახებ. სასურველია ნამუშევრები შეიცავდეს მცირე ტექსტობრივ განმარტებას (მაქს. 250 სიტყვა);
  • მსურველებმა ელექტრონული ფორმით უნდა გამოგზავნონ ფირით გადაღებული ფოტოები (1-3 ფოტო);
  • მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ავტორის დაბადების თარიღი, ფოტოს გადაღების თარიღი, მისამართი და ტელეფონის ნომერი;
  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 35 წლამდე ახალგაზრდებს.

კონკურსში გამარჯვებული ფოტოები გამოიფინება დასკვნით ღონისძიებაზე.

გამარჯვებულ კონკურსანტებს გადაეცემათ ჰონორარი.

ფოტოები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: s.megrelishvili@gcsd.org.ge.

პროექტი დემოკრატიული მოქალაქეობის ხელშეწყობა საქართველოში ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერებას.

წყარო: GCSD-ის გვერდი სოციალურ ქსელში