en
ge

ახალგაზრდა ლიდერების ღია კონკურსი

ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „იმოქმედე საქართველოსთვის: მტკიცე და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ცვლილებებისთვის“ ფარგლებში ცხადდება ღია კონკურსი საქართველოს 10 რეგიონში ახალგაზრდა ლიდერების შერჩევის მიზნით.

აღნიშნული ინიციატივის მიზანია საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა, ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი თემის საჭიროებების იდენტიფიცირება და მათ მოგვარებაში მონაწილეობა. შერჩეული ახალგაზრდები ათთვიანი ანაზღაურებადი პროგრამის ფარგლებში აქტიურად ითანამშრომლებენ რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, წარმართავენ ახალგაზრდულ ინიციატივებს (საჯარო შეხვედრებს, დისკუსიებს, სათემო ღონისძიებებს და სხვ.) და მოამზადებენ რეკომენდაციებს ახალგაზრდული საკითხების ირგვლივ.

ახალგაზრდა ლიდერები შეირჩევიან შემდეგ რეგიონებში:


აჭარა, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი     ექვსი (6) ახალგაზრდა ლიდერი


სამცხე-ჯავახეთი, გურია                                                                                                      ოთხი (4) ახალგაზრდა ლიდერი


რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი                                                         სამი (3) ახალგაზრდა ლიდერი


ახალგაზრდები შეირჩევიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: 

  • ასაკი: 16-29 წელი (განაცხადის წარდგენის მომენტში); 
  • რეგიონთან კავშირი: კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს შესაბამის რეგიონში; 
  • ინტერესები და მოტივაცია: კანდიდატმა უნდა აჩვენოს სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის მიმართ ინტერესი; 
  • გამოცდილება: უპირატესობად ჩაითვლება მოხალისეობისა თუ აქტივიზმის წინარე გამოცდილება.


დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი, ავტობიოგრაფია (CV) და ერთი რეკომენდაცია ქვემოთ მითითებულ შესაბამის ელ. ფოსტაზე (შეარჩიეთ რეგიონის მიხედვით) და სათაურის ველში (subject) მიუთითონ: სახელი/გვარი_რეგიონი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.


რეგიონი/რეგიონული ჰაბი

საკონტაქტო პირი/ელ.ფოსტა

აჭარა/მხარდაჭერისა და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი

ნანა დიასამიძე - nana121974@gmail.com

გურია/ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი

ნათია ვაშალომიძე - natia.vashalomidze@gmail.com 

იმერეთი/სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" - RICDOG

ირაკლი თევზაძე  - iraklitevzadze1@gmail.com

კახეთი/მედია ცენტრი „კახეთი“

მაია მამულაშვილი - mediacenterkakheti@gmail.com

მცხეთა/მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი

ნანა ჩქარეული - info.mtskhetahub@gmail.com

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი/ფონდი „აფხაზინტერკონტი“

თამარ ელბაქიძე - tamrielb2017@gmail.com

სამეგრელო-ზემო სვანეთი/ასოციაცია „ათინათი“

ივეტა როდონაია - rodonaiaivetta@gmail.com

სამცხე-ჯავახეთი/დემოკრატ მესხთა კავშირი

ჯაბა ნათენაძე - natenadzejaba@gmail.com

ქვემო ქართლი/სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

გურანდა ჭავჭავაძე - guranda.ch@gmail.com

შიდა ქართლი/ადგილობრივი განვითარების ფონდი

ლია გორელიშვილი - gorelishvililia@gmail.com


აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 4 აპრილი, 18:00 საათი. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საკონტაქტო პირებს შესაბამისი რეგიონის მიხედვით.

წყარო: კონრად ადენაუერის ფონდის (KAS)