თბილისი. 2 თებერვალს, „კავკასიური სახლის" პროექტის „უკრაინა - გამოსავლის ძიებაში დიალოგის გზით" ფარგლებში, საქართველოს უკრაინელი ექსპერტების მორიგი ჯგუფი ეწვია.
ჯგუფის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. შეხვედრაზე განიხილეს ბოლო 2 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და დეტალურად მიიღეს ინფორმაცია საყოველთაო დაზღვევის პროგრამაზე, ასევე სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე ორიენტირებულ სოციალური პროგრამებზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში