• 10/12/2012
    ახალციხე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდა


    სამცხე–ჯავახეთი. 7 დეკემბერს,  ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა შეხვედრა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო 16 დღიანი კამპანიის მხარდასაჭერად. შეხვედრას ძალადობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები და ახალციხის მცხოვრებლები, ძირითადად ქალები ესწრებოდნენ. ექსპერტებმა ისაუბრეს ძალადობის სტატისტიკის შესახებ, ნაჩვენები იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სახლის" მიერ მიწოდებული ფილმი ოჯახური ძალადობის შესახებ და ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი ცხელი ხაზის სარეკლამო რგოლები.
    16-დღიანი საერთაშორისო კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 1991 წლიდან იღებს სათავეს. მისი დაარსების ინიციატორია „ქალთა გლობალური ლიდერობის ცენტრი". 25 ნოემბერი შერჩეულია, როგორც ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის, ხოლო 10 დეკემბერი - როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე. ამგვარად, ამ ორი თარიღის ერთობლიობა სიმბოლურად უსვამს ხაზს ურთიერთკავშირს გენდერულ ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევას შორის. კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიცავს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა სახის აქტივობებს.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]