• 13/11/2015
    სახალხო დამცველის განცხადება მოსამართლეთა საკითხზე


    თბილისი. სახალხო დამცველი მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნა/დაწინაურების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
    „მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელების უმთავრეს ღერძს თავად მოსამართლე წარმოადგენს და შესაბამისად, აუცილებელია სათავეშივე უზრუნველყოს სახელმწიფომ კადრების ეფექტური ფორმირება. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა კომპეტენტურობის შეფასებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საერთო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება. მასში იგულისხმება კონკრეტულ მოსამართლეთა მიმართ სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში წარდგენილი რეკომენდაციები დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ და საპარლამენტო ანგარიშები, ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
    წყარო: www.ombudsman.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]