• 13/11/2015
    საჯარო დისკუსია რუსთავი 2-თან დაკავშირებით


    თბილისი. სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (DVV International) ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს საჯარო დისკუსიებს აქტუალურ საკითხებზე. დისკუსიების მიზანია, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება.
    დისკუსია „რუსთავი2 - რთული არჩევანი საკუთრების უფლებასა და მედია-პლურალიზმს შორის" გაიმართება კვირას, 15 ნოემბერს, 18:00 საათზე DVV International-ის ოფისში. შეხვედრა ეძღვნება რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. სად გადის დემოკრატიული განვითარების ზღვარი, რა უფრო პრიორიტეტულია ამ კონკრეტულ შემთხვევაში - კერძო საკუთრების უფლება, თუ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება? დისკუსიაში მონაწილეობა საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ კვალიფიციური ინფორმაცია და გამოხატოთ თქვენი პოზიცია ამ მოვლენების მიმართ.
    წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]