• 29/12/2015
    „საარჩევნო სამართლის“ ონლაინ სასწავლო პროგრამის ვიდეო ანგარიში


    თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დაასრულა ონლაინ სასწავლო პროგრამის „საარჩევნო სამართლის" კურსი. სასწავლო პროცესში მონაწილეობდნენ კვალიფიციური და არაკვალიფიციური პარტიების 200–ზე მეტი წარმომადგენელი. 100–მა წარმატებულმა მონაწილემ მიიღო სერთიფიკატი. პროგრამის ფარგლებში პარტიების წარმომადგენლებმა აიმაღლეს ცოდნა საარჩევნო საკითხებში ვიდეო ლექციების, საკითხავი ლიტერატურისა და ტესტირების გზით. ონლაინ პლატფორმა საშუალებას იძლევა სასწავლო პროცესში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი იყოს ჩართული, შესაბამისად, „საარჩევნო სამართლის" კურსი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, სამუშაოსგან მოუწყვეტლივ გაიარეს.
    სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა „საარჩევნო სამართლის" სასწავლო პროგრამა სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმირებისა და სწავლების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით შექმნა.
    მათ, ვისაც აინტერესებს საარჩევნო სამართალი, თავისუფალი მსმენელის რეჟიმის საშუალებით შესაძლებლობა აქვს მოისმინოს სპეციალურად ამ საკითხებზე შექმნილ 13 ვიდეო ლექციას.



 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]